"ქართული ოცნების" პრინციპად იქცა პიროვნული დაპირისპირება, რამაც გამოიწვია კოალიციის დაშლა"

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" პრინციპად იქცა პიროვნული დაპირისპირება, რამაც გამოიწვია კოალიციის დაშლა".

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კოალიცია გულისხმობს ერთიანი ხედვების, იდეების ირგვლივ გაერთიანებას, თუმცა ამის მაგივრად 2014 წლის იანვრიდან კოალიცია "ქართული ოცნების" პრინციპად იქცა პიროვნული დაპირისპირება, რამაც გამოიწვია კოალიციის დაშლა.

რაც შეეხება რესპუბლიკელ მინისტრებს, მიშველაძის თქმით, თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით პრეზიდენტს თავისი ხედვები ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს.