თინა ხიდაშელმა უნდა ახსნას, რატომ აქვს ეჭვი, რომ შეიძლება ქვეყანა ევროპულ გზაზე არ დარჩეს

თინა ხიდაშელმა უნდა ახსნას, რატომ აქვს ეჭვი, რომ შეიძლება ქვეყანა ევროპულ გზაზე არ დარჩეს

"თავისუფალი დემოკრატების" წევრ ვიქტორ დოლიძის აზრით, "რესპუბლიკელმა" თინა ხიდაშელმა უნდა ახსნას რატომ აქვს ეჭვი, რომ შეიძლება ქვეყანა ევროპულ გზაზე არ დარჩეს.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ხიდაშელმა უნდა ახსნას რას გულისხმობდა თავდაცვის მინისტრის რანგში გაკეთებულ განცხადებაში, რომ თუკი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა ევროპულ გზაზე დარჩება, ის თავდაცვის სამინისტროში აუცილებლად დაბრუნდება.

ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ "კვირას" პრესკლუბში დასმული შეკითხვის საპასუხოდ, განაცხადა.

"ძალიან არ მიყვარს ზოგადი და ბუნდოვანი შეფასებები, მაგრამ როდესაც თავდაცვის მინისტრი ამგვარ განცხადებას აკეთებს, მაშინ უნდა ახსნას, რატომ აქვს ეჭვი, რომ შეიძლება, ქვეყანა ევროპულ გზაზე არ დარჩეს. მას აუცილებლად უნდა ჰკითხოთ, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა, რას გულისხმობდა. მე ვერ მივხვდი, კონტექსტში რას გულისხმობდა" ,  -  აღნიშნა დოლიძემ.

ცნობისთვის, დღეს "რესპუბლიკელმა" მინისტრებმა თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა, თანამდებობების დატოვების შესახებ განაცხადეს.