"ქართული ოცნების" ახალ სახეებს საგურამოში ხვალ, 14:00 საათზე წარადგენენ

"ქართული ოცნების" ახალ სახეებს საგურამოში ხვალ, 14:00 საათზე წარადგენენ.

"ხვალ 14:00 საათზე იქნება ღონისძიება საგურამოში, გელოდებით იქ ყველას, სადაც გაიგებთ ყველაფერს", - განუცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ინფორმაციას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, როგორც მაჟორიტარული, ასევე პარტიული სიის ფორმირება 18 ივლისამდე დასრულდება. კონკრეტული პირების ვინაობა ამ დროისთვის არ საჯაროვდება.