უსუფაშვილმა

უსუფაშვილმა "რესპუბლიკელებს" მიმართა, დატოვონ პარტია ორი დღის განმავლობაში, თუ ამას გეგმავენ

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ყველა რესპუბლიკელს მიმართა, დატოვონ პარტია უახლოესი ორი დღის განმავლობაში, თუ ამას გეგმავენ.

მისი თქმით, მოტივს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია არჩევნებზე ის გუნდი წარდგეს, ვისაც ჯერა, რომ სწორ საქმეს აკეთებს და ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს.

"ჩვენ მივდივართ საარჩევნო ბრძოლაში. ამიტომ მივმართავთ ყველა "რესპუბლიკელს", ვისაც რაღაც ეჭვი აწუხებს, უნდა იყოს თუ არა ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში, გააკეთოს არჩევანი უახლოეს ორ დღეში, რადგან ჩვენ არჩევნებზე უნდა წავიდეთ თავდაჯერებული, მტკიცე ჯგუფი, როგორც ვიყავით ყოველთვის. არ აქვს მნიშვნელობა მოტივებს. ეს იქნება ღირებულებითი, ყოფითი და პერსონალური მოძრაობა, არჩევანი უნდა გაკეთდეს. ბრძოლაში მივდივართ ისინი, ვისაც გვჯერა, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ და გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში", - განაცხადა უსუფაშვილმა.