მე ვარ მკაფიოდ გამოკვეთილი აღმასრულებელი ფიგურა

მე ვარ მკაფიოდ გამოკვეთილი აღმასრულებელი ფიგურა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცახდებით, მან ჯერ არ იცის, იქნება თუ არა "რესპუბლიკური" პარტიის საარჩევნო სიაში წარმოდგენილი.

ზაქარეიშვილის თქმით, მას საკუთარი თავი პარლამენტის წევრად ვერ წარმოუდგენია, რადგან ის მკაფიოდ გამოხატული აღმასრულებელი ფიგურაა.

"არ ვიცი, ვიქნები თუ არა პარტიულ სიაში. გულწრფელად გეტყვით, რომ მჯეროდა ის ევროპული სტანდარტი გაგრძელდებოდა ბოლომდე და ჩვენ ვიქნებოდით ბოლომდე, არჩევნებამდე. ამიტომ, მე არ მქონია დეგეგმილი არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, უნდა ვიფიქრო, რა როგორ იქნება.

მაჟორიტარად ვერ წარმომდგენია ჩემი თავი, საერთოდ, ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია პარლამენტის წევრად. მე ვარ მკაფიოდ გამოკვეთილი აღმასრულებელი ფიგურა, მიყვარს გადაწყვეტილების მიღება და რეალიზაცია",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს "რესპუბლიკელმა" მინისტრებმა თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა, თანამდებობების დატოვების შესახებ განაცხადეს.