ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების საკითხზე იმსჯელებენ

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების საკითხზე იმსჯელებენ

ნატო-ს გადაწყვეტილება, განალაგოს დამატებითი ძალები აღმოსავლეთ ევროპაში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის მთავარი თემა გახდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

საბჭოს სხდომა 13 ივლისს, ბრიუსელში გაიმართება.

სხვა საკითხებთან ერთად იგეგმება უკრაინაში არსებული ვითარების განხილვა, ავღანეთში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და რეგიონულ ტერორისტულ საფრთხეებზე მსჯელობა.

რუსული მხარე ასევე დააყენებს ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების საკითხს.

8-9 ივლისს გამართულ ვარშავის სამიტზე ნატო-ს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში 4 ბატალიონს განალაგებენ, რასაც მოსკოვის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.