”რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება, - ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს „რესპუბლიკური პარტია დღეიდან წინაასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს.
”უსუფაშვილი- რესპუბლიკელები”, ”- ამ სახელწოდებით და ამ ლიდერთან ერთად ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ღირსეული ადგილისთვის პარლამენტში”, -განაცხადა ხათუნა სამნიძემ.