”რესპუბლიკელები” წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებას დღეს გააცნობენ

”რესპუბლიკელები” წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებას დღეს გააცნობენ

”რესპუბლიკური პარტია” ოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, ”რესპუბლიკურ პარტაიში” პრესკონფერენცია გაიმართება. 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკური პარტიიდან” აცნობეს, პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე პარტიის ლიდერებთან ერთად, საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს გააცნობს.
პრესკონფერენცია დღეს 12:00 საათზეა დაგეგმილი.