”ქართული ოცნება” 13 ივლისს ახალ სახეებს წარადგენს

”ქართული ოცნება” 13 ივლისს ახალ სახეებს წარადგენს

პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 13 ივლისს ახალ სახეებს წარადგენს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიაში განუცხადეს, ახალი წევრების წარდგენა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოხდება.
საზოგადოებას პარტიის ახალ წევრებს თავად პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს.