შტუტგარტის ერთ-ერთ ოფისში პოლიციას ორი ცხედარი დახვდა

შტუტგარტის ერთ-ერთ ოფისში პოლიციას ორი ცხედარი დახვდა

სპეცდანიშნულების რაზმმა შტუტგარტში ადვოკატთა ბიუროს შენობაზე შეტევა განახორციელა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შენობის სარდაფში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები არიან ადვოკატი და თავდამსხმელი.
სამართალდამცველებმა შტურმი მას შემდეგ განახორციელეს, რაც პოლიციამ რამდენიმე საათით ადრე ინფორმაცია მიიღო, რომ შენობაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, შენობიდან სროლების ხმაც ისმოდა.
პოლიციამ სახლს ალყა შემოარტყა. გადაიკეტა ახლომდებარე ქუჩებიც.