რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს

რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს

ვატიკანმა რომის პაპის საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის განრიგი გამოაქვეყნა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პონტიფიკოსი საქართველოს პრეზიდენტსა და კათოლიკოს-პარტრიარქ ილია მეორეს შეხვდება.

ის ასევე გამართავს შეხვედრებს ადგილობრივ რელიგიურ თემებთან და კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლობებთან.

პირველ ოქტომბერს რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს და ასევე ეწვევა სვეტიცხოვლის ტაძარს. 2 ოქტომბერს რომის პაპი ბაქოში გაემგზავრება.