სირიაში კიდევ ერთი პანკისელი - თარხან ბათირაშვილის პირადი დაცვის წევრი დაიღუპა

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი - თარხან ბათირაშვილის პირადი დაცვის წევრი დაიღუპა

სირიაში, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 23 წლის ბექა ტოხოსაშვილი დაიღუპა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერ თარხან ბათირაშვილის პირად დაცვაში მუშაობდა.

ტოხოსაშვილი ამავდროულად თანრახნ ბათირაშვილის თანასოფლელია. მის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას, სოფლის მაცხოვრებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

ადგილობრივების განცხადებით, ტოხოსაშვილი სირიაში, "ისლამურ სახელმწიფოსთან" მომხდარი შეტაკების დროს გარდაიცვალა.

ტოხოსაშვილი 2 წელია რაც სირიაში იმყოფებოდა და ომარ ალ-შიშანთან მუშაობდა.

სოფელ ბირკიანის მკვიდრი 23 წლის ახალგაზრდა მე-18 პანკისელია, რომელიც სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ სირიაში დაახლოებით 50-მდე პანკისელი ახალგაზრდა იბრძვის.