პარლამენტში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომაში მონაწილეობენ „რესპუბლიკელი“ მინისტრები თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომელიც არჩევნების წინ „რესპუბლიკელი“ მინისტრების პოსტებიდან გადადგომის საკითხს შეეხებოდა, ფრაქციის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება, არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე კი პარტია მალე მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.