ადვოკატი:  გამოძიება მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებას ედავება

ადვოკატი: გამოძიება მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებას ედავება

პროკურატურა”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებას ედავება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურასთან, მაია რჩეულიშვილის დაკითხვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

”საქმე ეხება ბათუმის ”მაგნოლიას”. გამოძიების ინფორმაციით, მოქალაქეებისგან შესული თანხები მშენებლობას არ მოხმარდა”, - განაცხადა ადვოკატმა.

მაია რჩეულიშვილს თბილისის პროკურატურაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კითხავდნენ. მან საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

მაია რჩეულიშვილს, ისევე როგორც მის შვილ გუკა რჩეულიშვილს, ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორ ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანს, პროკურატურამ ბრალი წაუყენა.