პროკურატურა გუკა რჩეულიშვილზე ძებნას გამოაცხადებს

პროკურატურა გუკა რჩეულიშვილზე ძებნას გამოაცხადებს

პროკურატურა შპს ”ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილზე ძებნას გამოაცხადებს. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

”გურამ რჩეულიშვილის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხდა, რადგან იგი ემალება გამოძიებას... ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მის მიმართ გამოცხადდება ძებნა”, - ნათქვამია პროკურატურს განცხადებაში.