პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ანტონი მაცერევიჩის განცხადებით, ვარშავაში მიმდინარე NATO-ს სამიტის დროს, პოლონეთის საჰაერო სივრცე უპილოტო საფრენმა აპარატებმა ოთხჯერ დაარღვიეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ავიაციამ ვარშავის სამიტის დროს ფრენებზე შეზღუდვები დააწესა, პოლონეთის დაზვერვის სამსახურებმა საჰაერო სივრცის დარღვევა 4-ჯერ დააფიქსირეს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.