ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში, კიდევ შვიდი ადამიანი დააპატიმრეს

ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში, კიდევ შვიდი ადამიანი დააპატიმრეს

თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში, კიდევ შვიდი ადამიანი დააპატიმრეს.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ყველა მათგანი უცხოელია.

ისინი რამდენიმე დღის წინ, ანტიტერორისტული რეიდის ფარგლებში, „შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებაში წევრობის“ ბრალდებით დააკავეს.

28 ივნისს, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 3 თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ თავდასხმას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთის მთავრობის ცნობით, ტერაქტი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.