თურქული გამოცემა Millyet აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" თურქეთს და აზერბაიჯანს ტერაქტებით ემუქრება.
გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დიდი დანაკარგი მიიღო, ევროპაში ტერაქტების განსახორციელებლად ემზადება.
ინრორმაციას გამოცემა სპეცსამსახურებში არესბულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია თვითმკვლელ-ტერორისტებს ევროპაში საქართველოს, აზერბაიჯანის და კვიპროსის გავლით გადაიყვანს.
გამოცემა ასევე წერს, რომ ტერორისტები თურქეთს და აზერბაიჯანს ემუქრებიან, რისთვისაც სპეციალურად შეარჩია წარმოშობით აზერბაიჯანელი და სამხრეთ კავკასიელი ტერორისტები.
აღნიშნული მონაცემები თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მოწყობილი მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად შეგროვდა.
http://haqqin.az/news/74960