დღეს, საერთაშორისო აეროპორტში განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება

დღეს, საერთაშორისო აეროპორტში განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება

დღეს, 11 ივლისს, 16.30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს სრულად განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ასევე აღჭურვილია მეორე კატეგორიის სანავიგაციო შუქ-ტექნიკით. განხორციელებული სამუშაოები 70 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს" შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა.

P.S. იქიდან გამომდინარე, რომ აეროპორტის დაცვის სამსახურს წინასწარ უნდა მივაწოდოთ დამსწრე ჟურნალისტების სია, გთხოვთ უახლოეს ერთ საათში მოგვაწოდოთ ჟურნალისტთა ვინაობა და პირადი ნომრები.

 მედიის წარმომადგენელთა შეკრება დაგეგმილია 16.20 საათზე, აეროპორტის ცენტრალურ გამგზავრების ტერმინალში