ზაქარია ქუცნაშვილი - ზვიად ძიძიგურის გარდა ”ქართული ოცნების” სიაში სხვა პარტიიდან კიდევ ერთი-ორი გამონაკლისი იქნება

ზაქარია ქუცნაშვილი - ზვიად ძიძიგურის გარდა ”ქართული ოცნების” სიაში სხვა პარტიიდან კიდევ ერთი-ორი გამონაკლისი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ „კონსერვატიული პარტია“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. 
ისი თქმით, დეტალები, თუ რა ფორმით მოხდება ზვიად ძიძიგურის პარტიის ჩასმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, სამომავლოდ გახდება ცნობილი.
ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რომ ”კონსერვატორები” იქნებიან ჩვენთან და დამოუკიდებლად არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს ფორმატი ვამუშავეთ გია ჟორჟოლიანთან მიმართებაშიც, შესაბამისად ეს პრაქტიკა არსებობს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, იქნება თუ არა „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი გია ჟორჟოლიანი ასევე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად წარმოდგენილი საპარლამენტო არჩევნებში, ქუცნაშვილი ამას არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ „ერთი-ორი გამონაკლისი კიდევ იქნება“.