გერმანიაში რუსულენოვანი მაფია მნიშვნელოვნად გააქტიურდა, - ამის შესახებ გერმანიის სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა ჰოლგერ მიუნხმა გამოცემა Welt am Sonntag-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიაში პატიმართა დაახლოებით 10%-მდე რუსულენოვანი ან რუსეთიდან ჩასული პირია, რაც დაახლოებით 5 ათას ადამიანს შეადგენს.
ჰოლგერ მიუნხის ცნობით, რუსების გარდა, ესენია კავკასიელები, აფხაზები, თურქმენები და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების სხვა მცხოვრებლები.
„კრიმინალები გერმანიას მილიარდობით ევროთი აზარალებენ“, - ამბობს ჰოლგერ მიუნხი.