დალია გრიბაუსკაიტე - პუტინს სურს ძველი რუსეთი აღადგინოს, ეს არის მისი პარანოია

დალია გრიბაუსკაიტე - პუტინს სურს ძველი რუსეთი აღადგინოს, ეს არის მისი პარანოია

ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს მოსაზრებით, დასავლეთი „პუტინის პარანოიას“ სერიოზულად უნდა აღიქვამდეს, რადგან რუსეთის ლიდერი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა გამოცემა Spiegel-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან არ გამორიცხა, რომ რუსეთი, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებზეც განახორციელებს თავდასხმას.

„პუტინის იდეაა, რუსეთის გავლენის ზონაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა დაიბრუნოს. მას სურს ძველი რუსეთი აღადგინოს. ეს არის მისი პარანოია და ამას სერიოზულად უნდა აღვიქვამდეთ“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.