პარიზში „ევრო-2016“ ფინალის შემდეგ, სამართალდამცველებსა და გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა

პარიზში „ევრო-2016“ ფინალის შემდეგ, სამართალდამცველებსა და გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა

პარიზში „ევრო-2016“-ის ფინალის შემდეგ არეულობა მოხდა. დაკავებულია 40-მდე ადამიანი. დასავლური პრესის ცნობით, დაპირისპირება სამართალდამცველებსა და გულშემატკივრებს შორის მაშინ მოხდა, რასაც ისინი ეიფელის კოშკის მიმდებარედ, ე.წ. ფან-ზონაში არ შეუშვეს.

სამართალდამცველებმა გუშემატკივრების დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

შეტაკებები მოხდა „სტად დე ფრანსის“ სტადიონთანაც, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.