„გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე!“ - ამ სლოგანით აპირებს „ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას.
საპარლამენტო არჩევნებში ბათუმის დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირებამდე არმაზ ახვლედიანი საკუთარ საარჩევნო სლოგანს „ინტერპრესნიუსთან“ აანონსებს.
„ჩაკეტილი წრის გარღვევა - ეს არის არჩევნებში მონაწილეობის ძირითადი იდეა და მთავარი ამოცანაც. პოლიტიკასა და საზოგადოებაში დამკვიდრებული მოჯადოებული, ჩაკეტილი წრის გარღვევა ბათუმსა და მთელს ქვეყანაში დიდი და სასიკეთო შემობრუნების დასაწყისი იქნება. სწორედ ეს ხედვა გამოხატავს ყველაზე ზუსტად საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობასა და მტკიცე სურვილს,“ - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.