ვახტანგ რჩეულიშვილი - ნებისმიერ სასამართლოში დავამტკიცებ, რომ ”ცენტრ-პოინტის” წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკური პროვოკაციაა

ვახტანგ რჩეულიშვილი - ნებისმიერ სასამართლოში დავამტკიცებ, რომ ”ცენტრ-პოინტის” წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკური პროვოკაციაა

ყველგან, ნებისმიერ სასამართლოში დავამტკიცებ, რომ ”ცენტრ-პოინტის” წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური პროვოკაციაა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ცენტრ-პოინტის” დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა. 

რჩეულიშვილის თქმით, კომპანიას დამთავრებული აქვს ყველა ის ობიექტი, სადაც ფული გადაიხადეს, ხოლო მშენებლობები შეჩერებულია იქ, სადაც ფული გადახდილი არ არის. 

”პროექტ ”მაგნოლიასთან” დაკავშირებულ საქმეში დევს უკმაყოფილება, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაიასა და რუსუდან კერვალიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უკანონოდ მოხდა. ეს დაიწყო მათმა საქმიანმა პარტნიორმა არჩილ კბილაშვილმა, რომელიც მაშინ მთავარი პროკურორი იყო და რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. თბილისის პროკურატურაში გუკას დაბარების საბუთი მაიას მიუვიდა. მაიას საბუთი თელავში ჩააბარეს. გუკა დაბარებულია 11:00 საათზე, მაია - 13:00 საათზე. მაიამ გუკას ეს საბუთი რომ გადასცეს, მინიმუმ უნდა ნახოს. მაია 13:00 საათზე მივა პროკურატურაში, გაიგებს რა ხდება, როგორ ხდება და იმის მიხედვით ჩააბარებს გუკას დოკუმენტს. თუ დავინახევთ, რომ აქ არის პოლიტიკური დევნა, რისი დიდი ეჭვიც მაქვს, მაშინ ვნახოთ“, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ვახტანგ რჩეულიშვილმა. 

რჩეულიშვილის სახელმწიფოს მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ კომპანია ”ცენტრ-პოინტს” ლტოლვილთათვის ბინების აშენების პროგმაში მონაწილეობის შესაძლებელობა არ მიეცა და ”ტენდერებიდან მოხსნეს”. 

”მე რატომ ვარ გამწარებული, მე სულ სხვას ვთხოვდი მაგათ - ის ფულადი დახმარება რისი გაწევაც მათ სახელმწიფო პროგრამების მიხედვით შეუძლიათ, ყველას მისცეს ჩვენს გარდა. ეს არის ლტოლვილთათვის ბინების აშენების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დააფინანსეს ჩინელები, ყველა - უცხოელები, ქართველები, ”ოცნების” წევრები და არა წევრები, ხოლო ერთადერთი ჩვენ გვითხრეს უარი”, - ამბობს რჩეულიშვილი.