ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი ვერ შედგა

ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი ვერ შედგა

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშნვასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ვერ შედგა. 
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეფერენდუმში 1628 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც აფხაზეთის მცხოვრებლების 1,23%-ს შეადგენს. შესაბამისად, რეფერენდუმი ოფიციალურად არშემდგარად ჩაითვალა. 
რეფერენდუმში მონაწალეთაგან ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას 46,07%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მისცა ხმა 46,74%-მა. 117 ბიულეტენი გაბათილდა.
ოპოზიცია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ მან ყველაფერი გააკეთა რეფერენდუმის ჩასაშლელად.