აფხაზეთში მიმდინარე რეფერენდუმში პოზიცია 0,54 %-მა დააფისქირა

აფხაზეთში მიმდინარე რეფერენდუმში პოზიცია 0,54 %-მა დააფისქირა

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმში მოსახლეობის საკმაოდ დაბალი აქტივობა ფიქსირდება. 12:00 საათის მონაცემებით, პოზიცია მოსახლეობის მხოლოდ 0,54 %-მა, ანუ 725-მა ადამიანმა დააფიქსირა . ამის შესახებ დეფაქტო ცესკოს თავმჯდომარე ბათალ ტაბაღუამ განაცხადა. მისი თქმით, ასეთი დაბალი აქტივობა აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა.

აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 133 202 ადამიანია.