ოსამა ბინ ლადენის ვაჟი აშშ-ს ემუქრება

ოსამა ბინ ლადენის ვაჟი აშშ-ს ემუქრება

ალ-ქაიდას მოკლული ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ამერიკის შეერთებულ შტატებს მამის მოკვლის გამო სამაგიეროს გადახდით ემუქრება. აღნიშნულ ცნობას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს . სააგენტოს ინფორმაციით, 21 წუთიან აუდიომასალაში, რომელსაც ჰქვია „ჩვენ ყველა ოსამა ვართ“ ჰამზა ბინ ლადენი ვაშინგტონის წინააღმდეგ გლობალურ შეიარაღებულ დაპირისპირებას აანონსებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ თავდასხმების მოწყობას თქვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ და ამის მიზეზი პალესტინის, ავღანეთის, სირიის, ერაყის, იემენის, სომალისა და დანარჩენი მუსლიმური სამყაროს მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლაა“, - ნათქვამია ჰამზა ბინ ლადენის მიმართვაში.

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურმა შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით ალ-ქაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადთან ახლოს მოკლა.