რუსუდან კერვალიშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველები გუკა რჩეულიშვილს აკავებენ

რუსუდან კერვალიშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველები გუკა რჩეულიშვილს აკავებენ

რუსუდან კერვალიშვილის ინფორმაციით, დაკავებულია ”ცენტრ-პოინტის” ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი. მისივე მონაცემებით, მიმდინარეობს გუკა რჩეულიშვილის დაკავების პროცესი.
როგორც კერვალიშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ის აღნიშნულ ინფორმაციას ვახტანგ რჩეულიშვილისგან ფლობს, რომელსაც ტელეფონით ესაუბრა და სხვა დეტალების თაობაზე მისთვის ცნობილი არ არის. 
”საუბარია ბათუმის პროექტზე ”მაგნოლია”, რომელიც ჩაბარებულია და იქ უკვე ხალხი ცხოვრობს. აქ რა შუაშია გუკა რჩეულიშვილი, არ ვიცი”, - აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა.