ბარაქ ობამა - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავდაცვისუნარინობის გაძლიერებაში დაეხმარება

ბარაქ ობამა - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავდაცვისუნარინობის გაძლიერებაში დაეხმარება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავდაცვისუნარინობის გაძლიერებაში დაეხმარება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვარშავის სამიტის შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბარაქ ობამას განმარტებით, ნატო სამხრეთის ფლანგის გაძლიერებასაც შეეცდება, ასევე ევროკავშირის მიერ ხმელთაშუა ზღვაზე დაგეგმილ ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიზნად ისახავს კონტრაბანდისტების შეჩერებას. 
ვაშინგტონი და ნატო დახმარებას ჩრდილოეთ აფრიკისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებსაც ჰპირდებიან, რომლებიც ტერორიზმთან გამკლავებას ცდილობენ. 
პოლონეთის დედაქალაქში ნატოს სამიტი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალიანსის მომავალი სამიტი ბრიუსელშია ჩანიშნული.