მექსიკის ქალაქ სიუდად-ვიქტორიაში უცნობმა თავდასხმელებმა 15 ადამიანი მოკლეს. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, ისინი ერთ-ერთ სახლში შეიჭრნენ და ოჯახის ყველა წევრი , რომლებსაც იმ დროს ეძინათ, დახოცეს. გარდაცვლილთა შორის 5 მცირეწლოვანი გოგოც იყო.
მეორე თავდასხმა 45 წუთის შემდეგ განხორციელდა, რომლის შედეგადაც ერთი მამაკაცი და ორი ქალი გარდაიცვალა. მოგვიანებით კიდევ ერთი 16 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტი გახდა ცნობილი. სროლის შედეგად ოთხმა ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. ამ დრომდე უცნობია ეს დანაშაული ერთი და იგივე ადამიანებმა ჩაიდინეს თუ არა და რამდენი თავდასხმელი იღებდა მონაწილეობას.
ადგილობრივი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ საქმე კვლავ ნარკოკარტელების დაპირისპირებას ეხება.