გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი ავღანეთში ქართული კონტინგენტისთვის მისიის გაგრძელებას მხარს დაუჭერს

გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი ავღანეთში ქართული კონტინგენტისთვის მისიის გაგრძელებას მხარს დაუჭერს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ავღანეთში ქართული კონტინგენტისთვის მისიის კიდევ ორი წლით გაგრძელებას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მან დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, რომ ქართული კონტიგენტი ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში კიდევ ორი წლით დარჩება.

„მე დავუდასტურე ქართული მხარის მზადყოფნა, რომ გააგრძელოს ავღანეთის დახმარება და გააგრძელოს ეს დახმარება მომავალი ორი წლის განმავლობაში. ამ საკითხს გააჩნია თავისი პროცედურული პროცესი საქართველოში. ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში უნდა იქნეს განხილული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.