მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების - „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება

მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების - „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების- „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, - ნათქვამია ვარშავის სამიტის კომუნიკეში, რომელიც 139 პუნქტს მოიცავს.

კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

„მივესალმებით ძალის გამოუყენებლობისადმი საქართველოს ერთგულებას და მოვუწოდებთ რუსეთს გააკეთოს იგივე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს საქართველოს რეგიონების, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეწყვიტოს ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ საზღვრისმაგვარი დაბრკოლებების მშენებლობა და გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოდან.

ნატო არ აღიარებს ე.წ. შეთანხმებებს, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს რეგიონ აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2014 წლის ნოემბერში და საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის 2015 წლის მარტში.

აღნიშნული შეთანხმებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ეუთო-ს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს“, - ნათქვამია კომუნიკეში.