ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დიდ წარმატებას მიაღწია ყველა სტანდარტის დაკმაყოფილების მხრივ.
თბილისში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური პლენარული სესიის გაახსნამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ილკა კანერვამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მედიის კითხვებს უპასუხეს.
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ეუთო-ს თავმჯდომარის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებას გამოეხმაურა.
"საქართველომ სასწაულებრივი წარმატება მოახდინა ყველა სტანდარტის და კრიტერიუმის დაკმაყოფილების მხრივ და ეს აღსანიშნავია. შტაინმაიერის განცხადება არის რელევანტური. როდესაც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ასეთი განცხადებას აკეთებს, ეს უკვე პოლიტიკურად ძალიან ნათელი განცხადებაა და თქვენ შეგიძლიათ, ელოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ილკა კანერვამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი ხელშემშლელი პირობა და ვიზალიბერალიზაციის პროცესი უახლოეს ხანში დასრულდება.
"ეს საკითხი ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის გადასაწყვეტი რომ იყოს, ერთ საათში, მიღებულ გადაწყვეტილებას ჩაგაბარებდით. ასეთია განწყობა ჩვენი კოლეგა პარლამენტარების, ვინც საქართველოში ჩამობრძანდა. იგივე განწყობა ბრიუსელში ვნახე, სადაც ორი დღის წინ ვიყავი ლიდერების, კომისიის, საუბარი გქვონდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელთან. ევროპული საბჭოს თავმჯდომარესთან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ასევეა განწყობილი.
არ არსებობს არანარი ხელშემშლელი პირობა არც საქართველოს მხრიდან და არც სხვების მხრიდან გარდა იმ ფაქტორისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროსტრუქტურებში არ განიხილება ვაკუუმში, იზოლირებულად მიმდინარე ცხოვრებისგან. ეს მიმდინარე ცხოვრება შედგება ხან ჩვენთვის უფრო სასარგებლო მოვლენებისგან, ხან არც თუ სასარგებლო მოვლენებისგან.
რეფერენდუმი ბრიტანეთში აღმოჩნდა ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელმაც უკვე დანიშნული საკომიტეტო გადადება გამოიწვია. კანერვამ ბრძანა, რომ საქართველომ ჯადოქრული ჯადოსნური ნაბიჯები გადადგა და მოახერხა პრაქტიკულად წამოუდგენელი წარმატების მიღწევა, მაგრამ არც ისე ჯადოქრები ვართ, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში ყველაფერი საჩვენოდ წავიყვანოთ ამ პროცვესში. ჩვენი ოპტიზმი რეალურია და დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებს და უახლოეს ხანებში პროცესი დასასრულამდე მივა”, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების ორგანიზაციის საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო პავილიონის ტერიტორიაზე 5 ივლისამდე გაგრძელდება.