საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

თბილისში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, შეუფერხებელი და დროული გადაადგილების მიზნით, 1 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. კერძოდ, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის დასახლებაში არსებული № 39, 173-ე და 177-ე საჯარო სკოლების მიმართულებით, ასევე მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ (მუხიანის მხრიდან) მუხიანის დასახლების №175-ე საჯარო სკოლის მიმართულებით. მ/ს „ვარკეთილიდან“ მე-3 მასივში არსებულ          №117-ე საჯარო სკოლამდე. მგზავრობის საფასური შეადგენს სტანდარტულ ტარიფს.