ჯონ კერის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის

ჯონ კერის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი სწორედ ახლა ხორციელდება.

„სახელმწიფო მდივნის ვიზიტს დიდი ინტერესით ველოდებით, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი სწორედ ახლა ხორციელდება. ჩვენ მოველით, რომ კიდევ ერთხელ განვიხილავთ როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ორიენტირებულია არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივესალმებით, რომელიც მიღებულ იქნა ჩემი ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.