სოზარ სუბარი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს

სოზარ სუბარი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება არასწორს უწოდებს.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე მასთან არც კონსულტაციები გამართულა.

„ეს არ არის სწორი ინფორმაცია, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, ყველანაირ კულუარულ ინფორმაციას შევეშვათ, რადგან ყველა ინფორმაცია გამოქვეყნდება ერთდროულად. არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. სავარაუდოდ, გავაგრძელებ მინიმუმ არჩევნებამდე იმ ადგილზე მუშაობას, სადაც ვარ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, იყო თუ არა მის მიმართ შეთავაზება, სუბარმა უპასუხა: „როცა ვამბობ, რომ შემოთავაზება არ ყოფილა, გასაგებია პასუხი“.