"ახალი ტერმინალის მშენებლობა გაზრდის როგორც მგზავრთა კომფორტს, ასევე მოიტანს მუდმივ დასაქმებას"

პირველი ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აეროპორტში "ახალი ტერმინალის მშენებლობა გაზრდის მგზავრთა კომფორტს.

ახალი ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ღონისძიების შემდეგ, ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ტერმინალი მგზავრებს მომავალი წლიდან მოემსახურება.

"2015 წლის მაისში, "ტავ ჯორჯიასთან" განახლებულ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომლის მიხედვითაც,"ტავ ჯორჯიამ" აიღო ვალდებულება, რომ მილიონ 800 ათასი მგზავრთა ნაკადის არსებობის შემთხვევაში, დაიწყებდნენ ახალი ტერმინალის მშენებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. 2015 წელს, რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა მგზავრთა ნაკადის გამო და შესაბამისად, განვითარების გეგმასთან გაცილებით ადრე დაიგეგმა ტერმინალის მშენებლობა, რომელიც იქნება 25 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიციიის. ეს გაზრდის როგორც კომფორტს იმ მგზავრებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვლენ, ასევე მოიტანს მუდმივ დასაქმებას. სულ რაღაც 12 კვირის წინ დავიწყეთ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აღდგენითი სამუშაოები და 5 ივლისს დავასრულებთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.