დიმიტრი ქუმსიშვილმა შვეიცარიაში ვიზიტის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა

დიმიტრი ქუმსიშვილმა შვეიცარიაში ვიზიტის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა

პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია.

ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია (EFTA), რომელიც ოთხს ქვეყანას – შვეიცარისა, ლიხტენშტაინს, ნორვეგის და ისლანდიას აერთიანებს, ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ წარმოებული პროდუქტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ დამატებით 14 მილიონიან, მაღალ მსყიდველუნარიან ბაზარზე.

"დღეს მე და პრემიერ-მინისტრი მივემგზავრებით შვეიცარიაში, ხელს ვაწერთ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ეს არის კიდევ ერთი მიღწევა, როგორც პოლიტიკური, ისე ვაჭრობის იდენტიფიკაციის მიმართულებით. ეს არის დამატებით 14 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი, რომელზეც ქართულ ბიზნესს ექნება ტარიფების და დაბრკოლებების გარეშე შეღწევის შესაძლებლობა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.