მისასალმებელია, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები

მისასალმებელია, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მოფრენის ტერმინალი მნიშვნელოვანი პროექტია.

ახალი ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ღონისძიების შემდეგ, კალაძემ განაცხადა, რომ ტერმინალი მგზავრებს მომავალი წლიდან მოემსახურება.

"დამატებითი ტერმინალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებას დაახლოებით, 60 მილიონი ლარი მოხმარდება. თქვენ ხედავთ, ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ეს რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მისასალმებელია ასევე ის, რომ მშენებლობის პროცესში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ქვეყანაში ყველა მიმართულებით ვითარდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები: ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული, ასევე, "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში და ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, გაძლიერებას და ადამიანთა კეთილდღეობას", - განაცხადა კალაძემ.