კახა კალაძე სამტრედიის მაჟორიტარად შესაძლო კენჭისყრაზე კომენტარს აკეთებს

კახა კალაძე სამტრედიის მაჟორიტარად შესაძლო კენჭისყრაზე კომენტარს აკეთებს

ვიცე-პრემიერ, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ კახა კალაძის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო სიას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში წარადგენს.

პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო სიებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გააკეთებს განცხადებას და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, იყრის თუ არა თავად კალაძე სამტრედიის მაჟორიტარად კენჭს, მან აღნიშნა, რომ ეს რამდენიმე დღეში გადაწყდება.