სხვა მეტი კითხვა ამ დილაუთენია, ნარმანია იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, არ გაქვთ?

სხვა მეტი კითხვა ამ დილაუთენია, ნარმანია იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, არ გაქვთ?

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სიაში არ იქნებიან არც მისი მოადგილეები.

„სხვა მეტი კითხვა ამ დილაუთენია, დავით ნარმანია იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, - არ გაქვთ? არ იქნება. მე ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენლობა იქნება სიაში, ძალიან ღირსეული კანდიდატები იქნებიან, სიითი შემადგენლობა იქნება ძალიან საინტერესო და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ისევე როგორც იქნებიან, ძალიან ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.