სტამბოლში გეი აღლუმის დარბევის დროს რამდენიმე გერმანელი პოლიტიკოსი დააკავეს

სტამბოლში გეი აღლუმის დარბევის დროს რამდენიმე გერმანელი პოლიტიკოსი დააკავეს

სტამბოლში გეი აღლუმის დარბევის დროს რამდენიმე გერმანელი პოლიტიკოსი დააკავეს. გერმანული პრესის ცნობით, ინციდენტი გუშინ მოხდა. 

თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს ბუნდესტაგის დეპუტატი ფოლკერ ბეკი, ასევე ევროპარლამენტის დეპუტატი და გერმანული ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი. 
ისინი მოგვიანებით სტამბოლში გერმანიის გენერალური საკონსულოს ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. 

სტამბოლში გამართული გეი აღლუმის დასარბევად პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოიყენა და უცხოელ ჟურნალისტებს დარბევით დაემუქრა.