თითქმის, ყოველი მესამე გერმანელის სურვილია, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მოთხოვნით რეფერენდუმი გაიმართოს. ამის შესახებ გამოცემა „Bild am Sonntag“ კვლევითი ინსტიტუტის, „Emnid“-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნული კვლევის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარებას გამოკითხული გერმანელების 29 % ემხრობა.
ამასთან, 63 % ნეგატიურად აფასებს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებას ბრიტანელების მხოლოდ 11 % აფასებს დადებითად.
გარდა ამისა, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია ევროკავშირის რეფორმირება. მხოლოდ 21 % ფიქრობს, რომ ევროკავშირი ისეთივედ უნდა დარჩეს, როგორიც დღესაა.