ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ახალი საგარეოპოლიტიკური სტრატეგიის ეგზემპლარები გადაუგზავნა. ამის შესახებ უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი.
მოსალოდნელია, რომ მოგერინი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს აღნიშნულ სტრატეგიას მიმდინარე კვირაში, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე გააცნობს.
„სტრატეგია წარმოადგენს ღია და გამჭვირვალე პროცესის შედეგს: გასულ წელს გატარდა ფართო კონსულტაციები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ევროპულ ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროპულ სამოქალაქო საზოგადოებასთან. მიზანი და ჩვენი კავშირის არსებობაც ჭვქვეშ დგება. მაგრამ ჩვენს მოქალაქეებსა და მსოფლიოს, როგორც არასდროს, სჭირდება ძლიერი ევროპული კავშირი. ძნელ დროს ძლიერი კავშირი ეს არის ის, რომელიც აზროვნებს სტრატეგიულად, იზიარებს ხედვებს და მოქმედებს ერთობლივად. ეს კიდევ უფრო მეტად აქტუალურია ბრიტანული რეფერენდუმის შემდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ახალი სტრატეგია მისი პრეზენტაციის შემდეგ გამოქვეყნდება.