ჭიათურაში „ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანი მიროტაძე იქნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად მიროტაძემ განუცხადა.
„წარმოშობიდან ჭიათურიდან ვარ, ბევრი რამე მაკავშირებს იმ ქალაქთან. მოუხედავად იმისა, რომ ჭიათურაში დღესდღეობით ბევრი პრობლემაა, მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა - შევაჩეროთ რეგრესი და რაც შეიძლება მალე დაიწყოს პროგრესი. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად, ჩემი ვალდებულებაცაა“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.