27 ივნისიდან პეტრე-პავლობის 2 კვირიანი მარხვა იწყება. საეკლესიო კალენდრით,ხვალ პეტრე-პავლობის მარხვის აღებაა. პეტრე-პავლობის მარხვა 27 ივნისს დაიწყება და ტრადიციულად 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.
დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია. როგორც წესი, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, ეს მარხვა თევზით ხსნილია.
მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.