დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ დარიალის ხეობაში გზის აღდგენას დაახლოებით 2 კვირამდე დასჭირდება

დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ დარიალის ხეობაში გზის აღდგენას დაახლოებით 2 კვირამდე დასჭირდება

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ დარიალის ხეობაში გზის აღდგენას დაახლოებით 2 კვირამდე დასჭირდება. როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებულია.

,,რესურსები რა თქმა უნდა, მობილიზებულია. ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებული გვაქვს. გუშინ ღამიის ინფორმაციით, რაც მაქვს, ჩვენ დაგვჭირდება სადღაც 10 დღე, 2 კვირა იმისთვის, რომ ის ჩაწყვეტილი გზა აღვადგინოთ", - განაცხდა ქუმსიშვილმა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე გზა ადიდებულმა თერგმა წაიღო.