დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, ჩრდილოეთ ირლანდიამ ირლანდიასთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს, - აღნიშნული განცხადება ჩრდილოეთ ირლანდიის უმსხვილესი ნაციონალისტური პარტიის „შინ ფეინის“ ლიდერმა დეკლან კერნიმ გააკეთა.
„დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ცვლის პოლიტიკურ სიტუაციას ჩრდილოეთ ირლანდიაში. ჩვენ გავააქტიურებთ ძველ მოწოდებებს ხმის მიცემის პროცედურის ჩატარების თაობაზე“, - განაცხადა დეკლან კერნიმ.
წინასწარი მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს.