ნიკოლა სტერჯენი - შოტლანდია საკუთარ თავს მხოლოდ ევროკავშირის შემადგენლობაში ხედავს

ნიკოლა სტერჯენი - შოტლანდია საკუთარ თავს მხოლოდ ევროკავშირის შემადგენლობაში ხედავს

შოტლანდია საკუთარ თავს მხოლოდ ევოკავშირის შემადგენლობაში ხედავს. ასეთი განცხადება შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა, ნიკოლა სტერჯენმა რეფერენდუმის შედეგების კომენტირებისას გააკეთა. 
„შოტლანდიამ ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას მისცა ხმა“, - აღნიშნა სტერჯენმა.
როგორც „ბიბისი“ წერს, შოტლანდიის მთავრობის მეთაური მანამდე აცხადებდა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა შესაძლოა, შოტლანდიის დამოუკიდებლობის საწინდარი გახდეს.
წინასწარი მონაცემებით, გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის დროს ევროკავშირში დარჩენას შოტლანდიის მოსახლეობის 62%-მა დაუჭირა მხარი. 
რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, გაკეთდა პირველი განცხადებები შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარებაზე.